logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 125 510 ჯარისკაცი დაკარგა

28 იან 202313:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/28/h3uhi785tz6ywfj.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 125 510 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3189
  • ჯავშანტექნიკა - 6344
  • საარტილერიო სისტემა - 2188
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 453
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 221
  • თვითმფრინავი - 293
  • ვერტმფრენი - 284
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1947
  • ფრთოსანი რაკეტა - 796
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5027
  • სპეცტექნიკა - 199

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა