უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 127 500 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 3201
- ჯავშანტექნიკა - 6378
- საარტილერიო სისტემა - 2197
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 454
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 221
- თვითმფრინავი - 293
- ვერტმფრენი - 284
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1951
- ფრთოსანი რაკეტა - 796
- გემი/ნავი - 18
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5048
- სპეცტექნიკა - 200
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.