logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 130 590 ჯარისკაცი დაკარგა

04 თებ 202310:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/04/5fvfavjalei02oc.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 130 590 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3218
  • ჯავშანტექნიკა - 6394
  • საარტილერიო სისტემა - 2220
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 460
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 225
  • თვითმფრინავი - 294
  • ვერტმფრენი - 284
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1956
  • ფრთოსანი რაკეტა - 796
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5081
  • სპეცტექნიკა - 203

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა