logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 132 160 ჯარისკაცი დაკარგა

06 თებ 202313:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/06/rg97d5v7lb32pgd.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთმა უკრაინასი 132 160 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3231
  • ჯავშანტექნიკა - 6415
  • საარტილერიო სისტემა - 2231
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 461
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 227
  • თვითმფრინავი - 294
  • ვერტმფრენი - 284
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1958
  • ფრთოსანი რაკეტა - 796
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5104
  • სპეცტექნიკა - 203

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა