logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 134 100 ჯარისკაცი დაკარგა

08 თებ 202316:26
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/08/y92pm15vuk2yytv.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 134 100 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3253
  • ჯავშანტექნიკა - 6458
  • საარტილერიო სისტემა - 2236
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 461
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 228
  • თვითმფრინავი - 295
  • ვერტმფრენი - 285
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1961
  • ფრთოსანი რაკეტა - 796
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5112
  • სპეცტექნიკა - 211

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა