logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 136 880 ჯარისკაცი დაკარგა

11 თებ 202313:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/11/kqeai4rljh71l4o.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 136 880 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3267
  • ჯავშანტექნიკა - 6474
  • საარტილერიო სისტემა - 2270
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 463
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 234
  • თვითმფრინავი - 295
  • ვერტმფრენი - 286
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1997
  • ფრთოსანი რაკეტა - 857
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5134
  • სპეცტექნიკა - 214

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა