უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 138 340 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 3283
- ჯავშანტექნიკა - 6492
- საარტილერიო სისტემა - 2290
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 465
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 234
- თვითმფრინავი - 296
- ვერტმფრენი - 286
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2007
- ფრთოსანი რაკეტა - 857
- გემი/ნავი - 18
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5150
- სპეცტექნიკა - 217
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.