logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 139 080 ჯარისკაცი დაკარგა

14 თებ 202311:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/14/tdx5vc6fdytuu97.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 139 080 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3286
  • ჯავშანტექნიკა - 6500
  • საარტილერიო სისტემა - 2299
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 466
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 234
  • თვითმფრინავი - 298
  • ვერტმფრენი - 286
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2011
  • ფრთოსანი რაკეტა - 857
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5155
  • სპეცტექნიკა - 218

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა