logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 142 270 ჯარისკაცი დაკარგა

18 თებ 202313:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/18/3e6ppczkuta7oy7.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 142 270 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3303
  • ჯავშანტექნიკა - 6533
  • საარტილერიო სისტემა - 2326
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 469
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 243
  • თვითმფრინავი - 298
  • ვერტმფრენი - 287
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2016
  • ფრთოსანი რაკეტა - 871
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5196
  • სპეცტექნიკა - 223

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა