logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 145 060 ჯარისკაცი დაკარგა

22 თებ 202316:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/22/gwte3r82se43evl.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 145 060 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3334
  • ჯავშანტექნიკა - 6569
  • საარტილერიო სისტემა - 2345
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 471
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 243
  • თვითმფრინავი - 299
  • ვერტმფრენი - 287
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2026
  • ფრთოსანი რაკეტა - 873
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5212
  • სპეცტექნიკა - 226

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა