logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 149 240 ჯარისკაცი დაკარგა

28 თებ 202310:20
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/28/y5ri01u7cyw4tsc.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 149 240 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3388
  • ჯავშანტექნიკა - 6630
  • საარტილერიო სისტემა - 2383
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 478
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 247
  • თვითმფრინავი - 300
  • ვერტმფრენი - 288
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2051
  • ფრთოსანი რაკეტა - 873
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5252
  • სპეცტექნიკა - 230

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა