უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 149 890 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 3395
- ჯავშანტექნიკა - 6638
- საარტილერიო სისტემა - 2393
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 479
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 247
- თვითმფრინავი - 300
- ვერტმფრენი - 288
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2055
- ფრთოსანი რაკეტა - 873
- გემი/ნავი - 18
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5257
- სპეცტექნიკა - 230
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.