logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 152 190 ჯარისკაცი დაკარგა

04 მარ 202315:51
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/04/mlmpsbxgbow9fj1.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 152 190 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3409
  • ჯავშანტექნიკა - 6683
  • საარტილერიო სისტემა - 2414
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 487
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 247
  • თვითმფრინავი - 302
  • ვერტმფრენი - 289
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2066
  • ფრთოსანი რაკეტა - 873
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5289
  • სპეცტექნიკა - 230

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა