უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 153 120 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 3414
- ჯავშანტექნიკა - 6692
- საარტილერიო სისტემა - 2426
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 488
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 248
- თვითმფრინავი - 302
- ვერტმფრენი - 289
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2071
- ფრთოსანი რაკეტა - 873
- გემი/ნავი - 18
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5299
- სპეცტექნიკა - 232
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.