უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 164 200 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 3511
- ჯავშანტექნიკა - 6830
- საარტილერიო სისტემა - 2560
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 506
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 265
- თვითმფრინავი - 305
- ვერტმფრენი - 290
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2159
- ფრთოსანი რაკეტა - 907
- გემი/ნავი - 18
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5404
- სპეცტექნიკა - 259
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.