logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 166 570 ჯარისკაცი დაკარგა

21 მარ 202313:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/21/8yqro8bzmbdgs0u.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინასი 166 570 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3552
  • ჯავშანტექნიკა - 6879
  • საარტილერიო სისტემა - 2586
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 507
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 270
  • თვითმფრინავი - 305
  • ვერტმფრენი - 290
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2167
  • ფრთოსანი რაკეტა - 907
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5428
  • სპეცტექნიკა - 266

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა