უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 167 490 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 3557
- ჯავშანტექნიკა - 6887
- საარტილერიო სისტემა - 2589
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 509
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 272
- თვითმფრინავი - 305
- ვერტმფრენი - 290
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2183
- ფრთოსანი რაკეტა - 909
- გემი/ნავი - 18
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5434
- სპეცტექნიკა - 270
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.