უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 170 550 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 3595
- ჯავშანტექნიკა - 6947
- საარტილერიო სისტემა - 2631
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 522
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 277
- თვითმფრინავი - 305
- ვერტმფრენი - 291
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2216
- ფრთოსანი რაკეტა - 911
- გემი/ნავი - 18
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5486
- სპეცტექნიკა - 282
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.