logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 175 690 ჯარისკაცი დაკარგა

04 აპრ 202311:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/04/rpoxi0yg58sjdyj.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 175 690 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3627
  • ჯავშანტექნიკა - 6999
  • საარტილერიო სისტემა - 2697
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 528
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 280
  • თვითმფრინავი - 306
  • ვერტმფრენი - 291
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2277
  • ფრთოსანი რაკეტა - 911
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5562
  • სპეცტექნიკა - 298

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა