logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 177 680 ჯარისკაცი დაკარგა

08 აპრ 202312:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/08/otgm8mhed0ifetj.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 177 680 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3636
  • ჯავშანტექნიკა - 7020
  • საარტილერიო სისტემა - 2727
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 533
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 282
  • თვითმფრინავი - 307
  • ვერტმფრენი - 292
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2298
  • ფრთოსანი რაკეტა - 911
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5599
  • სპეცტექნიკა - 304

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა