უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 178 150 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 3636
- ჯავშანტექნიკა - 7024
- საარტილერიო სისტემა - 2740
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 533
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 282
- თვითმფრინავი - 307
- ვერტმფრენი - 292
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2312
- ფრთოსანი რაკეტა - 911
- გემი/ნავი - 18
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5602
- სპეცტექნიკა - 309
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.