უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 183 750 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 3665
- ჯავშანტექნიკა - 7110
- საარტილერიო სისტემა - 2819
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 538
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 285
- თვითმფრინავი - 308
- ვერტმფრენი - 293
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2376
- ფრთოსანი რაკეტა - 911
- გემი/ნავი - 18
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5692
- სპეცტექნიკა - 330
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.