logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 186 420 ჯარისკაცი დაკარგა

23 აპრ 202314:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/23/cxe16z0iayd5qxo.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 186 420 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3675
  • ჯავშანტექნიკა - 7131
  • საარტილერიო სისტემა - 2837
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 539
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 289
  • თვითმფრინავი - 308
  • ვერტმფრენი - 294
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2402
  • ფრთოსანი რაკეტა - 911
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5730
  • სპეცტექნიკა - 339

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა