logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 187 080 ჯარისკაცი დაკარგა

24 აპრ 202311:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/24/o6pkw4arixph408.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 187 080 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3683
  • ჯავშანტექნიკა - 7139
  • საარტილერიო სისტემა - 2849
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 539
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 289
  • თვითმფრინავი - 308
  • ვერტმფრენი - 294
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2413
  • ფრთოსანი რაკეტა - 911
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5753
  • სპეცტექნიკა - 339

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა