უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 190 960 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 3700
- ჯავშანტექნიკა - 7192
- საარტილერიო სისტემა - 2921
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 544
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 295
- თვითმფრინავი - 308
- ვერტმფრენი - 294
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2476
- ფრთოსანი რაკეტა - 932
- გემი/ნავი - 18
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5845
- სპეცტექნიკა - 359
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.