logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 193 770 ჯარისკაცი დაკარგა

06 მაი 202319:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/06/vzvgzrts5bxt6wq.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 193 770 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3717
  • ჯავშანტექნიკა - 7238
  • საარტილერიო სისტემა - 2992
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 552
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 306
  • თვითმფრინავი - 308
  • ვერტმფრენი - 294
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2554
  • ფრთოსანი რაკეტა - 947
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5936
  • სპეცტექნიკა - 375

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა