logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 194 970 ჯარისკაცი დაკარგა

08 მაი 202312:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/08/u7g3zp3k2cu4o0y.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 194 970 ჯარისკაცი დაკარგა.

გენერალური შტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3730
  • ჯავშანტექნიკა - 7253
  • საარტილერიო სისტემა - 3018
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 554
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 306
  • თვითმფრინავი - 308
  • ვერტმფრენი - 294
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2614
  • ფრთოსანი რაკეტა - 947
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5958
  • სპეცტექნიკა - 384

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა