logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 198 260 ჯარისკაცი დაკარგა

13 მაი 202314:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/13/5drf0ydwh7od2jb.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 198 260 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3751
  • ჯავშანტექნიკა - 7307
  • საარტილერიო სისტემა - 3095
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 561
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 314
  • თვითმფრინავი - 308
  • ვერტმფრენი - 294
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2665
  • ფრთოსანი რაკეტა - 970
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 6011
  • სპეცტექნიკა - 402

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა