logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 202 430 ჯარისკაცი დაკარგა

20 მაი 202310:29
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/20/bgcjz3ti0rpqa92.jpg
GETTY IMAGES

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 202 430 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3781
  • ჯავშანტექნიკა - 7382
  • საარტილერიო სისტემა - 3229
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 564
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 325
  • თვითმფრინავი - 308
  • ვერტმფრენი - 294
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2801
  • ფრთოსანი რაკეტა - 1011
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 6103
  • სპეცტექნიკა - 423

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა