logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 207 030 ჯარისკაცი დაკარგა

29 მაი 202310:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/29/l451q9ogbbxlfjt.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 207 030 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3801
  • ჯავშანტექნიკა - 7467
  • საარტილერიო სისტემა - 3435
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 575
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 331
  • თვითმფრინავი - 313
  • ვერტმფრენი - 298
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3054
  • ფრთოსანი რაკეტა - 1056
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 6207
  • სპეცტექნიკა - 453

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა