logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 212 030 ჯარისკაცი დაკარგა

07 ივნ 202316:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/07/o1d3o6m2kedxlrd.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 212 030 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3873
  • ჯავშანტექნიკა - 7560
  • საარტილერიო სისტემა - 3640
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 594
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 352
  • თვითმფრინავი - 314
  • ვერტმფრენი - 299
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3219
  • ფრთოსანი რაკეტა - 1171
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 6349
  • სპეცტექნიკა - 492

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა