logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 214 660 ჯარისკაცი დაკარგა

10 ივნ 202314:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/10/04ap1ap3h4847lp.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 214 660 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3909
  • ჯავშანტექნიკა - 7607
  • საარტილერიო სისტემა - 3717
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 600
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 362
  • თვითმფრინავი - 314
  • ვერტმფრენი - 299
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3263
  • ფრთოსანი რაკეტა - 1176
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 6428
  • სპეცტექნიკა - 507

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა