logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 221 460 ჯარისკაცი დაკარგა

20 ივნ 202312:59
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/20/aeqwxv5ysulalgc.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 221 460 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3997
  • ჯავშანტექნიკა - 7750
  • საარტილერიო სისტემა - 3888
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 614
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 372
  • თვითმფრინავი - 314
  • ვერტმფრენი - 306
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3393
  • ფრთოსანი რაკეტა - 1214
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 6645
  • სპეცტექნიკა - 531

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა