logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 225 580 ჯარისკაცი დაკარგა

26 ივნ 202313:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/26/cqj0ys4usnieecg.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 225 580 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 4031
  • ჯავშანტექნიკა - 7820
  • საარტილერიო სისტემა - 4055
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 624
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 385
  • თვითმფრინავი - 314
  • ვერტმფრენი - 308
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3482
  • ფრთოსანი რაკეტა - 1259
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 6751
  • სპეცტექნიკა - 557

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა