logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 228 870 ჯარისკაცი დაკარგა

01 ივლ 202316:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/01/hgjkihxzd3050kz.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 228 870 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 4042
  • ჯავშანტექნიკა - 7868
  • საარტილერიო სისტემა - 4162
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 632
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 389
  • თვითმფრინავი - 315
  • ვერტმფრენი - 308
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3545
  • ფრთოსანი რაკეტა - 1261
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 6794
  • სპეცტექნიკა - 580

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა