logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 230 260 ჯარისკაცი დაკარგა

03 ივლ 202311:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/03/au0qckbv0rspbi5.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 230 260 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 4057
  • ჯავშანტექნიკა - 7899
  • საარტილერიო სისტემა - 4220
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 641
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 391
  • თვითმფრინავი - 315
  • ვერტმფრენი - 309
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3573
  • ფრთოსანი რაკეტა - 1264
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 6834
  • სპეცტექნიკა - 590

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა