logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 234 480 ჯარისკაცი დაკარგა

10 ივლ 202311:19
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/10/f66g14gop016wqn.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 234 480 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 4085
  • ჯავშანტექნიკა - 7966
  • საარტილერიო სისტემა - 4371
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 668
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 414
  • თვითმფრინავი - 315
  • ვერტმფრენი - 309
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3686
  • ფრთოსანი რაკეტა - 1271
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 6937
  • სპეცტექნიკა - 632

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა