
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 239 010 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 4119
- ჯავშანტექნიკა - 8051
- საარტილერიო სისტემა - 4542
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 689
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 428
- თვითმფრინავი - 315
- ვერტმფრენი - 310
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3839
- ფრთოსანი რაკეტა - 1273
- გემი/ნავი - 18
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 7086
- სპეცტექნიკა - 677
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.