უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 240 690 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 4133
- ჯავშანტექნიკა - 8080
- საარტილერიო სისტემა - 4610
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 692
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 440
- თვითმფრინავი - 315
- ვერტმფრენი - 310
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3933
- ფრთოსანი რაკეტა - 1298
- გემი/ნავი - 18
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 7145
- სპეცტექნიკა - 686
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.