logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 241 330 ჯარისკაცი დაკარგა

22 ივლ 202310:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/22/eq31l4a2sry1agk.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 241 330 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა. 

  • ტანკი - 4140
  • ჯავშანტექნიკა - 8096
  • საარტილერიო სისტემა - 4629
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 693
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 448
  • თვითმფრინავი - 315
  • ვერტმფრენი - 310
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3944
  • ფრთოსანი რაკეტა - 1298
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 7159
  • სპეცტექნიკა - 691

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა