logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 242 620 ჯარისკაცი დაკარგა

24 ივლ 202310:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/24/s3ntpi0nh7mwl0i.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 242 620 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 4162
  • ჯავშანტექნიკა - 8118
  • საარტილერიო სისტემა - 4675
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 697
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 452
  • თვითმფრინავი - 315
  • ვერტმფრენი - 310
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3963
  • ფრთოსანი რაკეტა - 1307
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 7182
  • სპეცტექნიკა - 698

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა