უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 245 700 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 4205
- ჯავშანტექნიკა - 8178
- საარტილერიო სისტემა - 4795
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 698
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 459
- თვითმფრინავი - 315
- ვერტმფრენი - 311
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 4011
- ფრთოსანი რაკეტა - 1347
- გემი/ნავი - 18
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 7275
- სპეცტექნიკა - 711
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.