logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 249 700 ჯარისკაცი დაკარგა

06 აგვ 202311:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/06/7eohlceggciok6z.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 249 700 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 4237
  • ჯავშანტექნიკა - 8262
  • საარტილერიო სისტემა - 4965
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 705
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 466
  • თვითმფრინავი - 315
  • ვერტმფრენი - 311
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 4126
  • ფრთოსანი რაკეტა - 1359
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 7441
  • სპეცტექნიკა - 734

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა