logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 256 510 ჯარისკაცი დაკარგა

18 აგვ 202314:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/18/rad86bxeskrh2y9.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 256 510 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 4332
  • ჯავშანტექნიკა - 8410
  • საარტილერიო სისტემა - 5193
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 714
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 486
  • თვითმფრინავი - 315
  • ვერტმფრენი - 316
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 4276
  • ფრთოსანი რაკეტა - 1406
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 7658
  • სპეცტექნიკა - 783

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა