logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 257 010 ჯარისკაცი დაკარგა

19 აგვ 202310:22
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/19/6cq8ivxu5poc80t.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 257 010 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 4340
  • ჯავშანტექნიკა - 8424
  • საარტილერიო სისტემა - 5212
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 714
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 486
  • თვითმფრინავი - 315
  • ვერტმფრენი - 316
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 4282
  • ფრთოსანი რაკეტა - 1406
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 7665
  • სპეცტექნიკა - 785

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა