logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 261 310 ჯარისკაცი დაკარგა

28 აგვ 202310:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/28/k2hq1iag5u38chy.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 261 310 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 4400
  • ჯავშანტექნიკა - 8562
  • საარტილერიო სისტემა - 5425
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 730
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 499
  • თვითმფრინავი - 315
  • ვერტმფრენი - 316
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 4383
  • ფრთოსანი რაკეტა - 1415
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 7866
  • სპეცტექნიკა - 809

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა