logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 268 140 ჯარისკაცი დაკარგა

09 სექ 202310:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/09/049f5g225f9rhde.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 268 140 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 4544
  • ჯავშანტექნიკა - 8739
  • საარტილერიო სისტემა - 5789
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 757
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 508
  • თვითმფრინავი - 315
  • ვერტმფრენი - 316
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 4588
  • ფრთოსანი რაკეტა - 1455
  • გემი/ნავი - 19
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 8298
  • სპეცტექნიკა - 870

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა