logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 269 760 ჯარისკაცი დაკარგა

13 სექ 202310:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/13/4x9jvuo2dzutgdf.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 269 760 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 4584
  • ჯავშანტექნიკა - 8792
  • საარტილერიო სისტემა - 5902
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 766
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 517
  • თვითმფრინავი - 315
  • ვერტმფრენი - 316
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 4650
  • ფრთოსანი რაკეტა - 1455
  • გემი/ნავი - 19
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 8444
  • სპეცტექნიკა - 884

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

 

close დახურვა