უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 270 970 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 4599
- ჯავშანტექნიკა - 8810
- საარტილერიო სისტემა - 5944
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 769
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 517
- თვითმფრინავი - 517
- ვერტმფრენი - 315
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 4697
- ფრთოსანი რაკეტა - 1455
- გემი/ნავი - 20
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 8445
- სპეცტექნიკა - 889
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.