logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 271 790 ჯარისკაცი დაკარგა

16 სექ 202312:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/16/7wjgdry5645r2n2.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 271 790 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 4616
  • ჯავშანტექნიკა - 8824
  • საარტილერიო სისტემა - 5988
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 774
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 521
  • თვითმფრინავი - 315
  • ვერტმფრენი - 316
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 4738
  • ფრთოსანი რაკეტა - 1455
  • გემი/ნავი - 20
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 8525
  • სპეცტექნიკა - 891

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა